რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ოკუპაცია - აშშ-ის საელჩო საქართველოში
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 10:59
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ოკუპაცია - აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ,,ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას დღესაც აგრძელებს.

ტეგები