20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს წარადგენენ
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 11:35
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს წარადგენენ

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს წარადგენენ.

სასამართლოში ჩვენებას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და ექსპერტ-კრიმინალისტი გოგი გოგია მისცემენ.

მათ მკვლელობის იარაღზე - დანასა და ლოდზე, ასევე ბრალდებულის ტანსაცმელზე ჩაატარეს ექსპერტიზა.

შესაძლოა, დღესვე დაიკითხოს ბრალდებული ლადო გრიგალაშვილიც. ის ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ტეგები