26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დღეს ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავენ
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 11:52
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დღეს ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, ბრალდების მხარე ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ისაუბრებს, როგორ განვითარდა პროცესები 26 მაისს.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაშინ როცა ტერიტორიის დატოვება სურდა. ბრალდების არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ორგანიზებულად მოაქციეს ალყაში, არ მისცეს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების საშუალება“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.

26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები – ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი, ვასილ ლელუაშვილი და დათა ახალაია.

საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმეში არსებობს არაერთი ვიდეომასალა როგორც მასმედიით გავრცელებული, ასევე ოპერატიული, სადაც ისმის, როგორ ითხოვს დავით ახალაია მეტ დაკავებულს და ამ დაკავებულებზე ჰპირდება მეტ პრემიას.

ტეგები