ავსტრალიაში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 14:15
ავსტრალიაში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა

ავსტრალიაში, მელბურნში დანით შეიარაღებული ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობების შემდეგად გარდაიცვალა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დაჭრეს და დააკავეს.

პოლიციის ცნობით, დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში დაიღუპა.

თავდასხმის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები