საქართველოს სკოლების წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით ჯილდოვდებიან
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 14:25
საქართველოს სკოლების წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით ჯილდოვდებიან

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გურიის რეგიონის სკოლების 66-მა მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცა.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის ბენეფიციარები საჯარო სკოლის მოსწავლეებია, რომელთაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10ქულა (დამრგვალების გარეშე).

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2582 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2971 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

ტეგები