სამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატმა ქალი სცემა
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 14:49
სამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატმა ქალი სცემა

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას სამუშაო ოთახში მისული მოქალაქე, მაია ქორიძე, დეპუტატმა სცემა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი შენგელია ქალს ფიზკურად გაუსწორდა და მუშტებით სცემა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტეგები