სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 18:02
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 02 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული ფალიაშვილის და კეკელიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
 

ტეგები