წინა ხელისუფლებამ და უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის როლი, რომელიც ჯდებოდა კრემლისა და პუტინის ინტერესებში - ირაკლი სესიაშვილი
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 18:42
წინა ხელისუფლებამ და უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის როლი, რომელიც ჯდებოდა კრემლისა და პუტინის ინტერესებში - ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა.

„ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და აქ კითხვის ნიშანი არ ჩნდება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ, უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის ძალიან ტრაგიკული როლი, რაც ჯდებოდა პუტინის და კრემლის ინტერესებში და ფაქტობრივად ის გახდა ამ პროვოკაციის თანამონაწილე. ამიტომ ეს ვიდეო კიდევ ერთი გახსენებაა იმ ტრაგიკული მოვლენების და იმის დადასტურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილს და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებოდა, მან ეს ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, დღეს თუ ვინმეს ამ მიმართულებით ბოდიში აქვს მოსახდელი და პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე, და არა იმ კუთხით, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით, აქ საუბარია იმ უპასუხისმგებლო, იმ არასწორ მოქმედებებზე, რამაც სამწუხაროდ, მიგვიყვანა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე", - აცხადებს სესიაშვილი.
 

ტეგები