პარლამენტის შენობის წინ 17 კარავია გაშლილი
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2018 13:06
პარლამენტის შენობის წინ 17 კარავია გაშლილი

პარლამენტის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარვების ნაწილი საკუთარი ნებით აიღეს. მათი განცხადებით, კარვების დადგმა ერთგვარი პერფორმანსი იყო, რითაც ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ, პარლამემტის შენობის წინ 9 კარავი განათავსა, გამთენიისას კი 6 მათგანი აიღეს, სამი კი აქციის მონაწილეებს, მათი თხოვნის საფუძველზე გადასცეს. ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ, 17 კარავია განთავსებული. რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სოლიდარობის მიზნით ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. აქციის ოფიციალური ნაწილი კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

წყარო: ipn

ტეგები