ტოჩინოშინი კიუშუს ბაშოზე დამარცხდა
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2018 13:27
ტოჩინოშინი კიუშუს ბაშოზე დამარცხდა

ქართველმა ოძეკიმ ტოჩინოშინმა კიუშუს ბაშოზე პირველი ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელთანაც ტოჩინოშინმა წააგო.

Kyodo News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად ამ მარცხისა, ტოჩინოშინს იმპერატორის მეორედ მოგების კარგი შანსი აქვს, რადგან იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც გასულ თვეში მარჯვენა კოჭის და მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა, წლის ამ ბოლო სუპერტურნირს გამოაკლდება.

ტურნირზე ვერ იასპარეზებს მეორე მონღოლი იოკოძუნაც. მიზეზი კაკურიუს შემთხვევაშიც ტრავმაა. შესაბამისად, წლის ბოლო ბაშოზე ერთადერთი დიდი ჩემპიონი, კისენოსატო იასპარეზებს, რომელიც საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება.

ტეგები