ზაზა სარალიძე პოლიციისგან კარვების სისტემატურ შემოწმებას ითხოვს
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2018 18:20
ზაზა სარალიძე პოლიციისგან კარვების სისტემატურ შემოწმებას ითხოვს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე პოლიციისგან კარვების სისტემატურ შემოწმებას ითხოვს. ამ მოთხოვნით სამართალდამცველებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე მიმართა, რომლის მიხედვითაც, იყო საშიშროება კარავში "კანონსაწინააღმდეგო ნივთი" შეეტანათ. 

„დაგვადანაშაულა გუშინ კუპატაძემ, რომ კარვებში შესაძლოა, რაიმე ნივთიერება იყოს აღმოჩენილი. ამიტომ, გთავაზობთ, ყოველ ორ საათში პოლიციელებთან ერთად, თქვენი წარმომადგენელი ვიდეოს გადაიღებს, შემოწმდეს ყველა კარავი. თუ ამაზე მეუბნებით, ე.ი. ჩათვალოთ ის, რომ პოლიცია თვითონ აპირებს რაღაცის პროვოცირებას და რაღაცის ჩადებას კარვებში. თქვენ რომ არ დაუშვებთ პატრულის თანამშრომლები, ეგ ვიცი, მაგრამ აქ არის კრიმინალური პოლიცია, რომელიც ზეწოლაზე მოდის,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მედიასთან განმარტება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსმა გააკეთა. გოგა მემანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე კარვის შემოწმების საჭიროება არ არსებობს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორს აცნობებენ და შემდეგ კარავს შეამოწმებენ.

წყარო: რუსთავი 2

ტეგები