შვილმოკლული მამები დღეს აქციის გამართვას „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართავენ
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2018 10:13
შვილმოკლული მამები დღეს აქციის გამართვას „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართავენ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი "ქართული ოცნების" ოფისთან აქციის გამართვას.

მჩალიკაშვილის თქმით, აქციას პანკისიდანაც შეუერთდებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძის მსგავსად რუსთაველის გამზირზე თავისი შვილის მკვლელის დაკავებას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ის უდანაშაულო იყო და ტერორისტებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებმა საზოგადოებაში რომ გაჟონოს, ხელისუფლებიდან ყველას საქართველოს დატოვება მოუწევს.

"ერთი წელი გავიდა, კანონის ფარგლებში მოვითხოვთ სიმართლეს, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა, აქედან გამომდინარე, ესენი საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევენ. თემირლანის საქმემ თუ მთლიანად კი არა, ნახევარი, 50%-ით რომ გაჟონოს, რომ გასცდეს ეს საქმე, ესენი გაქცევითაც ვერ უშველიან თავს. იმდენად საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს, გაქცევითაც ვერ უშველიან თავს", — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ტეგები