დავით მათიკაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ მუქარასაც კი არ ერიდება
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2018 12:45
დავით მათიკაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ მუქარასაც კი არ ერიდება

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ მუქარასაც კი არ ერიდება.

"ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს. ისინი არ ერიდებიან არც ერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ პიარ ქულები დაიწერონ. ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ასეთი განცხადება სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელწერას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი , როდესაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იმყოფებოდა და საზოგადოება როგორ განიცდიდა ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას , ეს ყველამ კარგად იცის. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რომ საარჩევნო პროცესში ნაციონალურ მოძრაობა არ ერიდება არც ერთ ნაბიჯს, მათ შორის მე ვგულისხმობ იმ ზარს, იმ განცხადებას, რაც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, როდესაც მას პირდაპირ ემუქრებოდნენ.

მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არანაირ შემხებლობაში არ არის სამხედრო ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან. ეს არის ნაბიჯი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგიდან, რომელსაც არ ერიდება ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი, ნაციონალური მოძრაობა ვერ შეიყვანს მათ შეცდომაში. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორ არჩევანს გააკეთებს და ის აუცილებლად ევროპას და საქართველოს განვითარებას დაუჭერს მხარს და არა რუსეთს და კრემლს. მეორე ტურის შემდგომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ტეგები