„ქართული ოცნების“ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციას მართავენ
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2018 18:18
„ქართული ოცნების“ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციას მართავენ

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის აქცია – „მამები სიმართლისთვის“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებასთან“ მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ.

მათი განცხადებით, სწორედ სოსო გოგაშვილია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი. ისინი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირების დასჯასაც ითხოვენ.

 

ტეგები