13 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2018 21:40
13 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილით გამოიძინეთ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც დაღლილი ან გაცივებულია. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, სამსახურშიც და ოჯახშიც. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის.

კურო
დილა მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. საღამოს ორგინალურობა მოიმატებს და შეიძლება ზოგიერთი საქციელის გამო საკუთარი თავისაც გაგიკვირდეთ. ნუ გაფლანგავთ ფულს.

ტყუპი
გეგმების გადახედვის დღეა. შეიძლება შეგეცვალოთ მოქმედების ტაქტიკა, მოგინდეთ იმიჯის, გარეგნობის შეცვლა. ზოგიერთს ორიგინალურ წვეულებაზე დაპატიჟებენ. ზოგსაც ერთი ნახვით შეყვარება ელის.

კირჩხიბი
დილას ნუ აჩქარდებით, დაზოგეთ ენერგია. ნუ გადააგდებთ ძველ ნივთებს. ნუ გახდებით მოდის მსხვერპლი. დღეს გამოიცდება თქვენი პროფესიული შესაძლებლობები. არ გაართულოთ ურთიერთობა მეუღლესთან.

ლომი
შუადღის შემდეგ მოიმატებს თქვენი აქტიურობა. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, ცუდმა განწყობამ ხელი არ შეგიშალოთ დასახული მიზნების განხორციელებაში.

ქალწული
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ. ან სხვას ვერ ენდობით, ან სხვა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ექსპერიმენტის მოყვარულებმა დაიცავით უსაფრთხოების წესები.

სასწორი
დილით მარტოს მოგიწევთ მუშაობა. საყვარელი ადამიანი კარგის გაკეთებას ეცდება, მაგრამ შეიძლება მეტად გაგიფუჭოთ განწყობა. ეცადეთ, იუმორით შეხედოთ ყველაფერს.

მორიელი
დილა მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. მზად იყავით, შეიძლება ვინმეს თქვენი დახმარება დასჭირდეს ან სამსახურში გამოგიძახონ. მამაკაცებს რომანტიკული ნაცნობობა და გრძნობებში თავით გაშვება ელით. თუმცა, სწრაფად წარმოქმნილი გრძნობა სწრაფადვე ჩაქრება.

მშვილდოსანი
კრეტიულობა, ვნებების აფეთქება და გართობა გელით. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი.

თხის რქა
ჭირვეულობის გამო შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ და საყვარელი ადამიანისგან ეჭვიანობა ან პარტნიორისგან უნდობლობა გამოიწვიოთ. იყავით ადეკვატური.

მერწყული
შეიძლება სიტუაციის გათვალისწინებით მოგიწიოთ მოქმედებამ და საკუთარი საქმეები გვერდზე გადადოთ. საღამოს მოიმატებს დრაივი, ავანტიურა და ექსპერიმენტებისადმი ინტერესი. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე.

თევზები
დილა მშვიდი, რუტინული საქმეების შესრულებას დაუთმეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარ სახლზე, ახლობლებზე. მოერიდეთ ფინანსურ ექსპერიმენტებს. აგრეთვე, მოდური ნივთების, გაჯეტების, სამკაულების შეძენას.

ტეგები