დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელს 100-ზე მეტი რაკეტა სტყორცნა, ერთ-ერთი ავტობუსს დაეცა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2018 22:22
დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელს 100-ზე მეტი რაკეტა სტყორცნა, ერთ-ერთი ავტობუსს დაეცა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა მათი უმრავლესობა გაანეიტრალა, თუმცა ზოგიერთი მათგანი დასახლებულ რაიონში მაინც ჩამოვარდა. ერთ-ერთი რაკეტა კი ავტობუსს დაეცა, რის შედეგადაც 19 წლის კაცი დაშავდა.

სარაკეტო იერიშის შედეგად, რამდენიმე სახლი დაზიანდა.

"ჰამასის" წარმომადგენლებმა სარაკეტო იერიში ისრაელის მიერ 12 ნოემბრის ღამით განხორციელებული შეტების შემდეგ განახორციელეს. ისრაელის იერიშებს დაჯგუფების 7 წევრი ემსხვერპლა.

ტეგები