ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ლაშა მიქავა დაინიშნა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2018 23:09
ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ლაშა მიქავა დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ლაშა მიქავა დაინიშნა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

ლაშა მიქავა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ვაშინგტონის უნივერსიტეტის (სეინტ ლუისი, აშშ) ოლინის ბიზნესსკოლა (2002-2004), ჰარვარდის ბიზნესსკოლა – უმაღლესი მართვის პროგრამა (AMP) (2015), იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის სახელობის სრული სტიპენდიანტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ლაშა მიქავა საქართველოსა და უკრაინაში კერძო სექტორში საქმიანობდა. ის ასევე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში (GIOC).

ტეგები