"ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2018 14:22
"ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა

"ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა. 

როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, გუნდის ყოფილი წევრების პარტიის დატოვების მიზეზი, არჩევნების მეორე ტურისთვის ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება გახდა.

ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ველთაურის თქმით, ის და მისი გუნდი, თავს მოტყუებულად გრძნობენ, რადგან "ევროპულმა საქართველომ" ზედა ეშელონებში მიიღო გადაწყვეტილება და გუნდის წევრებთან არ გაიარა კონსულტაცია. "ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციის, ყოფილი წევრები ემიჯნებიან ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მხარდამჭერებს, მათი თქმით ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებაში უსამართლო რეჟიმის წარმომადგენლები არ დაბრუნდნენ.