პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო გადაიდო
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2018 14:43
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო გადაიდო

პარლამენტის პლენარული სხდომა 16:00 საათამდე გადაიდო.
 
სხდომის თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულ დრომდე სავარაუდოდ აღმოიფხვრება ის პრობლემები, რომელიც შეიქმნა, კერძოდ ის, რომ ოპოზიციამ რეგისტრაცია არ გაიარა, რიგმა დეპუტატებმა გაიარეს და შემდეგ დატოვეს დარბაზი, ზოგიერთს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ა.შ.
 
„საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია განსახილველად. დიდი ალბათობით დღეს მოგვიწევს 21.00 საათამდე მუშაობა და ხვალ გავაგრძელებთ. ძალიან გთხოვთ ფრაქციების ხელმძღვანელებს, რომ გააკეთოთ სრული მობილიზება, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც დარბაზიდან გავიდნენ იმ იმედით, რომ სხდომა მიმდინარეობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.