თბილისში დაგეგმილი იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა გადაიდო
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2018 17:59
თბილისში დაგეგმილი იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა გადაიდო

გალერეა „ფოტოგრაფიაში“ პირველ დეკემბერს დაგეგმილი იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა გადაიდო, - ამის შესახებ პირველ არხს გალერეის დირექტორმა, ნინო-ანა სამხარაძემ განუცხადა.

„პირველ დეკემბერს გალერეა „ფოტოგრაფიაში“ უნდა გამართულიყო სერგეი ფარაჯანოვის პორტრეტების გამოფენა. თუმცა, განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენი ღონისძიების ფეისბუქგვერდზე ძალიან ბევრმა ადამიანმა საკმაოდ აგრესიული, მუქარის შემცველი კომენტარი გააკეთა ხელოვანის მიმართ.

შესაბამისად, გალერეამ ფოტოგრაფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადო ღონისძიება“, – აცხადებს სამხარაძე.

ფო­ტოგ­რაფ­მა იური მე­ჩი­თო­ვმა Al Jazeera-ს მის­ცა ინტერვიუ, რომელსაც საზოგადოებაში კრი­ტი­კუ­ლი გამოხმაურება მოყვა. არხზე გადაცემულ დოკუმენტურ ფილმში ის 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ დღეს ხალ­ხი „და­ი­ღუ­პა ას­ფიქ­სი­ის გამო. არა­ვინ იყო და­ჩე­ხი­ლი, დაჭ­რი­ლი, არ იყო მკვლე­ლო­ბე­ბი“.