ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს დღეს დანიშნავს
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 10:40
ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს დღეს დანიშნავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე დღევანდელი სხდომის ოფიციალური დღის წესრიგის პროექტი გამოქვეყნდა, რომელსაც ამავე სხდომაზე ამტკიცებენ.

კომისია ცხრა საკითხზე გეგმავს მსჯელობას. პირველი საკითხი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებაა.

მეორე საკითხად შეტანილია განკარგულების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

იგეგმება სხვადასხვა ტექნიკური საკითხის განხილვაც, მათ შორის არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცება.

კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება, შესაბამისად, ის 28 ნოემბერს გაიმართება.

ტეგები