ია მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 14:00
ია მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასა და სისხლიან რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს. ია მეტრეველის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზებისთვის მათმა სამოქალაქო მოძრაობამ კამპანია უკვე დაიწყო. მეტრეველი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის ფასადია და მისი დაბრუნება არ შეიძლება.

„მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ ემხრობა „ნაციონალურ მოძრობას“, უბრალოდ, სამართლიანად განაწყენებულები ახლანდელ ხელისუფლებაზე არ მივიდნენ არჩევნებზე და კარგად დაანახეს თავიანთი შეცდომები. გუშინ მეტროსადგურებთან დაიწყეს ახალგაზრდებმა ხელმოწერების შეგროვება – არა ნაციზმსა და არა სააკაშვილის დაბრუნებას.

ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა, რომელსაც უამრავი ადამიანი უჭერს მხარს. ოფისში მოდიან ადამიანები და სწორედ მათი ინიციატივა იყო, რომ ჩვენ მანქანებით შეგვიძლია, დაგეხმაროთ ხალხს, რომელიც ვერ მიდის რაიონებში და წავიყვანოთ ისინი“, – აცხადებს ია მეტრეველი.

ტეგები