„უპრეცედენტოა ასეთი მხადაჭერა და შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტის წევრების მხრიდან მოვისმინეთ“ - ნინო გოგუაძე
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 14:23
„უპრეცედენტოა ასეთი მხადაჭერა და შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტის წევრების მხრიდან მოვისმინეთ“ - ნინო გოგუაძე

„უპრეცედენტოა ასეთი მხადაჭერა და შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტის წევრების მხრიდან მოვისმინეთ ამ დღეებში. ის პოზიტიური განცხადებები, რომელიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური პროცესების მიმართ გაკეთდა ევროპარლამენტში, ბუნებრივია, ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენმა მოქალაქეებმა მეტად ისარგებლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო მიმოსვლით და ყველა იმ სიკეთით, რასაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს“, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე გამართულ დებატებს და ევროპარლამენტარების მხარდამჭერ განცხადებებს. 

ტეგები