მარიამ ჯაში - ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 15:55
მარიამ ჯაში - ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე. „ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი” - აღნიშნა მარიამ ჯაშმა



მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა გადაჭრილია. „კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



„მისი მოსაზრებით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზებაა საჭირო ინკლუზიური თეატრების დასების მდგრადობისათვის. მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს კონკრეტული გამოცდილება, უნიკალური პროექტები, რომელიც შეიძლება გახდეს ინკლუზიური თეატრის ბრწყინვალე მაგალითები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

ტეგები