ლევან კობერიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 17:03
ლევან კობერიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს და რომ პროგრამა მომაკვდავ ადამიანებს მკურნალობს, ამორალურს უწოდებს.

„ჩვენ გვაქვს, ის პოზიტიური ტენდენცია სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალურია. პრევენციის ძირითადი კომპონენტები შედგება სხვა და სხვა მდგენელისგან. პირველი, ეს არის ვაქცინაციის ხაზი. დღეისათვის, სწორედ ჯანდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე ბიუჯეტშიც, რომელიც განიხილება, 20 მილიონამდე არის გაზრდილი ვაქცინაციის პროგრამების დაფინანსება, რომელიც მიმდინარეობს ზუსტად ევროპული ვაქცინაციის პროგრამების კალენდრის მიხედვით , ეს თანხმა არის მნიშვნელოვნად, რამდენიმეჯერ გაზრდილი და აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მეორე კომპონენტი ეს არის ადრეული სქრინინგების პროგრამა, მათ შორის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში და ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია დათვლილი ამასთან დაკავშირებით, ხოლო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რაც შეეხება, საზოგადოებამ კარგად იცის რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ეს პროგრამა. მესამე არის მიწვდომადობა მოსახლეობის მხრიდან, მაგალითად ოჯახის ექიმის ინსტიტუტზე, აქაც რაოდენობები მიწვდომადობის თვალსაზრისით არის გაორმაგებული და რა თქმა უნდა სურვილი იმის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მიწვდომადობა, არსებობს, მაგრამ დღეისათვის ის მოცემულობა რაც ჩვენ გვაქვს, ის პოზიტიური ტენდენცია რაც არსებობს სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური“, - განაცხადა ლევან კობერიძემ

დეპუტატის თქმით ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სწორედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჩვენთვის თითოეული ადამიანის არა თუ სიცოცხლე, არამედ მათი სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მათი მიდგომა იყო , როდესაც ადამიანები უსახსრობის გამო ბინებს ყიდდნენ, მათ შორის სიმსივნური დაავადებების გამო, ალომბარდებდნენ და ძალიან ბევრი მათგანი იღუპებოდა კიდეც, რადგანაც არ არსებობდა მიწვდომადობა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. დღეისათვის , იმ პირობებში, რისი საშუალებაც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ იგი მიმართული იყოს ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

ასეთი ტიპის განცხადება არის მახასიათებელი იმ პოლიტიკოსების, რომელიც ყველაფერს კადრულებონ იმისთვის რომ ან ხელისუფლება შეინარჩუნონ, თავის დროზე ასე იქცეოდნენ, ან ხელისუფლებაში იქნებ მოვიდნენ ყველაფრის კადრებით, ამას ყველაფრის კადრება ქვია და ეს ჩემთვის მიუღებელია“,- აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

ტეგები