„მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, მოხსნას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა“ - პაატა ბურჭულაძე
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 18:20
„მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, მოხსნას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა“ - პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას სთხოვს. ეს განცხადება ბურჭულაძემ გორში გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.

“ქართველმა ხალხმა არ ისურვა მონობა და პასუხი გასცა საქართველოს მავნებლურ მთავრობას. ეს ყველაფერი უკვე გაფორმდება, როდესაც დანიშნავენ არჩევნების მეორე ტურს. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, მოხსნას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა. წარმოუდგენელია, სალომე ვერ გაიმარჯვებს, ქართველ ხალხს არ უნდა ეს. თვითონაც ხვდება ეს ქალბატონი და ამიტომაა, რომ დამალეს და ვერ გამოდის ვერსად. ეს ფული კი, რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უნდა დაიხარჯოს, მოვიდნენ ფონდ „იავნანაში” და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ. ვთხოვ, მოდით ჩვენთან და მოგცემთ საშუალებას, სიკეთე გააკეთოთ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ტეგები