ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 19:13
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი საბუთებით დუბლინში გაფრენას ცდილობდა დააკავეს. როგორც ესპანური მედია წერს, 29 წლის მამაკაცის დაკავება სანტიაგო-დე-კომპოსტელას აეროპორტში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მესაზღვრეებმა დაკავებულს სლოვაკეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს. დაკავების შემდეგ სასამართლომ მამაკაცის დეპორტაციის ბრძანება გასცა.

მათი ინფორმაციით, მხოლოდ წელს სანტიაგო-დე-კომპოსტელას აეროპორტში 14 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. კანონდამრღვევთა შორის იყვნენ საქართველოს, მოლდოვის, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც დუბლინში არაკანონიერად გამგაზვრებას ცდილობდნენ.

 

ტეგები