ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 21:40
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს. 22 მაისს სასამართლომ გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ტეგები