აქცია ცესკოსთან - ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის თარიღს აპროტესტებს
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 21:55
აქცია ცესკოსთან - ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის თარიღს აპროტესტებს

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ოთხშაბათს გაიმართება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სხდომაზე მიიღეს.

არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში ჩატარება ოპოზიციამ გააპროტესტა და თარიღის გადადება მოითხოვა თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება. 28 ნოემბერი ოთხშაბათია, ის უქმე დღედ გამოცხადდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.

არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში ჩატარება ოპოზიციამ გააპროტესტა და თარიღის გადადება მოითხოვა თუმცა, კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ოპოზიციის წევრების თქმით, ცესკო მმართველი გუნდის დღის წესრიგით მუშაობს რაც კატეგორიულად მიუღებელია.

წყარო: ნიუპოსტი

ტეგები