იუსტიციის სახლი შშმ პირებს ჟესტური ენით მოემსახურება
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2018 10:07
იუსტიციის სახლი შშმ პირებს ჟესტური ენით მოემსახურება

იუსტიციის სახლი შშმ პირებს ჟესტური ენით მოემსახურება. წყებამ ჟესტური ენის გამოყენებით პირველი სერვისი 14 ნოემბერს გასცა.

უწყების ცნობით, შესაბამისი მომზადება სპეციალური სწავლების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ათეულმა ოპერატორმა გაიარა. იუსტიციის სახლში ადაპტირებული გარემოს შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტს გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის ჰქვია და მის ფარგლებში ოპერატორების სპეციალური გადამზადება მიმდინარეობს.

იუსტიციის სახლის თანამშრომლების გადამზადება ოქტომბერში დაიწყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გაუმჯობესებული სერვისების გადამზადების კურსს საერთო ჯამში წლის ბოლომდე 750 თანამშრომელი გაივლის.

ტეგები