ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ ,ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურშ პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2018 15:02
ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ ,ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურშ პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ.

"არჩევნების თარიღი დანიშნულია კანონმდებლობის შესაბამისად. თუკი ემიგრანტებისთვის რაიმე უხერხულობა იქმნება, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო უბნებზე ღამის 12 საათამდე გაგრძელდეს, რაც დარწმუნებული ვარ ამ უხერხულობას მოხსნის. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე.

რაც შეეხევა თემისგან აჟიოტაჟის შექმნას მახსოვს, რომ წინა წლებშიც არჩევნები ინიშნებოდა ჩვეულებრივად არა უქმე დღეებში და თითქოს ამას ისეთი აჟიოტაჟი არ მოყოლია. ახლა რატომ ხდება ყველა საკითხი ასეთი განხილვის, მსჯელობისა და ბრალდების საგანი, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები.

ყველას ეძლევა ხმის მიცემის საშუალება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები , რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან, საკმაოდ აქტიურია ეს წინასაარჩევნო პროცესი, მეორე ტურში ყველა თავის პრინციპულ არჩევნას გააკეთებს.

ჩვენ არ გავყოფთ საკუთრივ ჩვენს და არა ჩვენს ამომრჩეველს. ყველა ამომრჩევლისთვის ვცდილობთ, რომ შეიქმნას თანაბარი და ხელსაყრელი პირობები. მეორეს მხრივ, ხმის მიცემა არის მოქალაქეობრივი ვალდებულება, მართალია კანონმდებლობით არ არის ეს ვალდებულება განსაზღვრული, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ყველას გაგვაჩნია საკუთარი მოქალაქეობრივი შეგრძნება და გამომდინარე აქედან დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში ძალიან მაღალი აქტივობა იქნება", - აღნიშნა კობერიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

ტეგები