ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრები იპოვეს
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2018 17:34
ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

ზემო ფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა დედისა და მისი ერთი წლის შვილის ცხედარი იპოვეს.  

ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებამ რამდენიმე სართულის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
 

ტეგები