დედა-შვილი, რომლებიც ფონიჭალის ტრაგედიას ემსხვერპლნენ (ფოტოები)
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2018 19:46
დედა-შვილი, რომლებიც ფონიჭალის ტრაგედიას ემსხვერპლნენ (ფოტოები)

როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, 31 წლის სოფიო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი, ნიკოლოზ ცერცვაძე 23-ე კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

აფეთქება ფონიჭალაში 11:00 საათისთვის მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.


ტეგები