ზვავსაშიშრების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2018 20:54
ზვავსაშიშრების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია ზედამხედველობას გაუწევს.

ტეგები