ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2018 10:37
ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ 1tv.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.​

მისი თქმით, კლინიკაში სამი პაციენტი მკურნალობს, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული.

როგორც გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, დამწვრობები ძირითადად მეორე-მესამე ხარისხის არის.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.