უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2018 10:59
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +11 გრადუსი, დასავლეთში კი +16 გრადუსი იქნება. წვიმა და ნისლია თბილისშიც, ტემპერატურა კი +7 გრადუსი იქნება.

17-18 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსამდე დაიკლებს. მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება უახლოესი 3 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში. 17 ნოემბერს კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთის მაღალმთიანეთის მსგავსად თოვლჭყაპია მოსალოდნელი დასავლეთის მაღალ მთაშიც.

თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 17-18 ნოემბერს დღის საათებში +11, +12 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 3 გრადუსამდე დაიკლებს.