19 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2018 17:08
19 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭილაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის და ნაძალადევის რაიონები

საქართველოს რკინიგზის მიერ გამანაწილებელ მოწყობილობაზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, რობაქიძის გამზირის და ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.