Wizz Air-ი პარიზიდან მომავალ მგზავრებს აფრთხილებს
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2018 19:25
Wizz Air-ი პარიზიდან მომავალ მგზავრებს აფრთხილებს

17 ნოემბერს, საფრანგეთში საწვავის გადასახადის დაწესებისა და საწვავის ფასის ზრდის გაპროტესტების მიზნით, მთელს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გაფიცვა და დემონსტრაციები იგეგმება. ავიაკომპანია Wizz Air-ი საკუთარ მომხმარებლებს აფრთხილებს და მგზავრებს ურჩევეს, მეტი დრო გაითვალისწინონ აეროპორტამდე მგზავრობისათვის.
 
„აეროპორტამდე მიმავალი გზა, შესაძლოა, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს. საფრანგეთში მოსალოდნელი გაფიცვის შედეგად, შესაძლოა, მგზავრებს უფრო მეტი დრო დასჭირდეთ აეროპორტამდე მისასვლელად, შესაბამისად, ავიაკომპანია მათ ურჩევს, მეტი დრო გაითვალისწინონ აეროპორტამდე მგზავრობისთვის. ყველა მგზავრი, რომელსაც აღნიშნული ვითარება ეხება, გზებზე არსებული პოტენციური შეფერხების შესახებ Wizz Air-სგან იღებს შეტყობინებას ელ-ფოსტის საშუალებით.
 
გაფიცვა არ იქონიებს გავლენას Wizz Air-ის ავიარეისების ეფექტურ განხორციელებაზე“, - წერია კომპანიის განცხადებაში.