საქალაქო სასამართლომ „ცესკოს" წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2018 18:17
საქალაქო სასამართლომ „ცესკოს" წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ "ევროპული საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რომ ცესკო-მ მეორე ტურის ჩატარების თარიღი საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად შეარჩია.

„საქმის განხილვის შედეგად, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ცესკო-მ მაშინ როდესაც განსაზღვრა მეორე ტურის ჩატარების კონკრეტული დღე, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო წესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის კანონიერი“, – განაცხადა სანტურიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ გუშინ შეიტანეს.

ტეგები