გროზნოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2018 20:02
გროზნოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

გროზნოს პოლიციის შენობასთან ახლოს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ჩეჩნეთის შს მინისტრი აპტი ალაუდინოვი ავრცელებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქებისას სხვა ადამიანები არ დაშავებულან.

როგორც გროზნოს პოლიციაში განმარტავენ, აფეთქებამდე ეჭვმიტანილს „არაადექვატური ქცევის“ გამო დოკუმენტების წარდგენა სთხოვეს, თუმცა ქალი პოლიციელების ბრძანებას არ დაემორჩილა. ამის შემდეგ პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ტერორისტმა სხეულზე დამაგრებული ნაღმი აამოქმედა.

თვითმკვლელი ტერორისტი ადგილობრივი არ ყოფილა, ერთ-ერთი ვერსიით ის სავარაუდოდ დაღესტანიდან იყო.

ტეგები