პატრიარქი - ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2018 13:56
პატრიარქი - ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ინ.ფორმაცია "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს

"ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიასა და ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ის არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნები, მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა", - ბრძანა უწმიდნესმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერსაა დანიშნული.

ტეგები