მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2018 15:56
მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაშავდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მინისტრის პირველ მოადგილეს 12 ნეკნი აქვს მოტეხილი. მათივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.

მიხეილ გიორგაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. კლინიკის დირექტორის თქმით, გიორგაძეს გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა და მას ყველა შესაბამისი დახმარარება გაეწია. "გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანეს პაცინეტი მიხეილ გიორგაძე, გულმკერდის დახურული ტრავმით, რამე გართულება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ყოფილა. არც რამე სახის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. ჩვენ არ მოგვითხოვია მისი თბილისში გადაყვანა. შესაძლოა, ეს საკუთარი ნებით მოხდა", - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ტეგები