კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 10:18
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, სტიქიის გამო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1000-მდე ადამიანი ითვლება.
 
კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძარი 500 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული და მისი 65 პროცენტი უკვე ლოკალიზებულია. სტიქიამ 10 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
 
მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით კალიფორნიის შტატის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.