"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას"
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 10:38

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია, კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. სესიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის სხდომებზე საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეზოლუციის პროექტები განიხილეს.
„ნატოს აღმოსავლეთით შეკავების გაძლიერების” რეზოლუციის პროექტში, რომელშიც საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები სრულად აისახა, საუბარია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედო აგრესიაზე, მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ის ასევე მოუწოდებს ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატოს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.
„რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ" რეზოლუციის პროექტში კი, ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ. ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ-ქვეყნებს ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და საქართველოს ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიშში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებს შეეხებოდა, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში. ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებელი, დაეყრდნო რა საერთაშორისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა რეზოლუციის პროექტების შეფასებისას.
მთავარი თემა
ამინდის პროგნოზი
დღის სიახლეები
19:22 19 , 2019
19:17 19 , 2019
19:09 19 , 2019
19:07 19 , 2019
18:50 19 , 2019
18:26 19 , 2019
18:22 19 , 2019
16:43 19 , 2019
16:34 19 , 2019
14:46 19 , 2019
14:08 19 , 2019
13:56 19 , 2019
13:52 19 , 2019
13:46 19 , 2019
12:26 19 , 2019
12:00 19 , 2019
11:03 19 , 2019
10:28 19 , 2019
23:48 18 , 2019
22:21 18 , 2019
20:37 18 , 2019
20:31 18 , 2019
20:18 18 , 2019
20:07 18 , 2019
19:46 18 , 2019
19:15 18 , 2019
18:55 18 , 2019
18:25 18 , 2019
18:19 18 , 2019
17:54 18 , 2019
17:51 18 , 2019
17:49 18 , 2019
17:38 18 , 2019
17:15 18 , 2019
16:51 18 , 2019
16:42 18 , 2019
16:27 18 , 2019
15:32 18 , 2019
14:26 18 , 2019
14:18 18 , 2019
ამინდი
ვალუტის კურსი
USD | 2.6404 |
EUR | 2.9908 |
GBP | 3.4130 |
TRY | 0.4984 |
კვირის TOP 5 სიახლე
ქუთაისში გაზის მილს წყალი მიაერთეს
09:53 13 , 2019
ახალქალაქში 30 წლის ქალი ცოლად მოყვანის მიზნით კაცმა ქუჩიდან მოიტაცა
16:48 15 , 2019
“სახლიდან ვერ გავდივარ” – სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი
16:27 18 , 2019
ვენაში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ლია გულუა ჩამომხრჩვალი იპოვეს
15:59 17 , 2019
"სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გამათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა"
10:35 15 , 2019
შემოგვიერთდით