"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავებისკენ და ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს"
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 11:25
"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავებისკენ და ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს"

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტმა„რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ" რეზოლუცია მიიღო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას თქმით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავებისკენ და ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

მისი თქმით, ასამბლეა ალიანსის წევრ ქვეყნებს ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 

„მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი კარგად ინფორმირებულია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და გამოხატავს მზადყოფნას მათთან ერთობლივი ძალისხმევით გასამკლავებლად“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.