"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს, ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს, რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელი"
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 12:29
"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს, ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს, რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელი"

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ აქამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი, რაც უვარგოდა, იყო პიარი. ამ მხრივ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ. დღეს, პანიკურ სიტუაციაში, აქაც ჩავარდნა მოუვიდათ, რადგან დადგეს სცენა, თითქოს დღეს რაღაცას მოითხოვენ. ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ ხვალ პრემიერი ძალიან სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს. ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს. რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია.

ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა შეთანხმება. ხვალ პრემიერი ძალიან საინტერესო ინიციატივას გაახმოვანებს. ოპოზიციის კანდიდატი პანიკაშია, ხელის კანკალით გამოვიდა და რაღაც მოთხოვნა დააყენა. ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.