ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე შეხვდება ვალის გარეშე - მამუკა მდინარაძე
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 12:30
ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე შეხვდება ვალის გარეშე - მამუკა მდინარაძე

"ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა, როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ  ისტორიული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. როდესაც გვქონდა საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ 2 ათასზე ნაკლები ძირი და შემდეგ გაუპრობლემდა, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ და დარჩათ 2000-ზე ნაკლები თანხა გადასახდელი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში. ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე  ვალის გარეშე შეხვდება", - განაცხადა მდინარაძემ.