ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 12:59
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც კანადის ყალბი ვიზები ჰქონდათ. საიმიგრაციო ბიუროს განცხადებით  ქართველები აბუ დაბიდან მანილაში 11 ნოემბერს ჩავიდნენ. ისინი ფილიპინებში ორი დღით გეგმავდნენ დარჩენას, საიდანაც ჯერ კატარში, შემდეგ აზერბაიჯანში, იქიდან კი კანადაში არალეგალურად ჩასვლას აპირებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.

„ქართველებმა თავდაპირველად თავიანთი თავი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებად წარმოადგინეს, რომლებიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ“, - განაცხადეს ფილიპინების საიმიგრაციო ბიუროში.

საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, მათ ფილიპინების საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევაში წაუყენებენ ბრალს.