მალხაზ მაჩალიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერას უცხადებს
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 14:15
მალხაზ მაჩალიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერას უცხადებს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. 

"ჩემო ქისტებო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ - არავის ეგონა საქართველოში, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“, რომ მიაჩნია... მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი. ნათქვამია, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, - წერს მაჩალიკაშვილი.