"დღევანდელი დღეც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნატო მყარად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს"
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 15:13
"დღევანდელი დღეც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნატო მყარად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს"

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ასევე, კონკრეტულად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან. შარშან საქართველოში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და იქ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება - ნატო მყარად  მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესს მხარს უჭერს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც  საქართველოში გატარებული რეფორმები პოზიტიურადაა შეფასებული.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც  ჩვენი ქვეყანა მუდმივად განიცდის ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.